რეზონანსი
08.11.2019

(რეზონანსი) დეკანოზმა დავით რუხაძემ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" დაგეგმილ პრემიერასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

დეკანოზი მოქალაქეებს მოუწოდებს, ბილეთები დააბრუნონ, ან კინოჩვენებაზე არ მივიდნენ.

„იქ არც ხელს ავწევ, არც არაფერს, ისე ვიდგები. შეიძლება ბლოკირება მოხდეს. ვიდგებით, ვილოცებთ და შევეწინააღმდეგებით ფილმის ჩვენებას. ხალხს მოვუწოდებთ, არ შევიდეთ კინოთეატრებში. ჩვენი ამოსავალი სიბრძნე წმინდა სახარებაა. ღმერთმა შექმნა მამაკაცი და დედაკაცი და არა მამაკაცი და მამაკაცი, ან დედაკაცი და დედაკაცი. ჩვენი მთავარი მიზანი ტერიტორიების აღდგენაა. ამისათვის მებრძოლი და მართლმადიდებელი სულია საჭირო", - განაცხადა დეკანოზმა დავით რუხაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×