რეზონანსი
08.11.2019

 „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე დაგეგმილია რამდენიმე პროვოკაცია. როგორც სანდრო ბრეგაძე ამბობს, ფილმის ჩვენებისას ერთი მამაკაცი მეორეს ხელს სთხოვს.

„ჩემი ინფორმაციით, იქ დაიდგმევა პერფორმანსი, სადაც ერთი მამაკაცი მეორეს ხელს სთხოვს. ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პროვოკაცია. თითოეული ნაბიჯი არის ცნობილი. არ მივცემთ უფლებას, რომ გეიპროპაგადნა იყოს გავრცელებული ქვეყნაში“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ფილმების ჩვენება 8-9-10 ნოემბერს გაიმართება. სეანსები  19:30 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×