რეზონანსი
08.11.2019

ყვარელი-შილდის გზაზე საზარელ ავარიაში გარდაცვლილი სამი ახალგაზრდა,  სოფელ შილდაში ერთმანეთის მეზობლები იყვნენ. ავტომანქანის მძღოლი, ამჟამად მძიმე მდგომარეობაში მყოფი,  ანრი კარჭაულია, ხოლო გარდაცვლილები, ნიკა კევლიშვილი და შოთა ხუტუნაშვილი ერთმანეთთან მეგობრობდნენ. შემთხვევით მოხვდა მანქანაში დიტო ასაბაშვილი, რომელიც გზაზე იდგა და თანასოფლელებმა გაიყოლეს.

მძიმე მდგომარეობაში მყოფ ანრი კარჭაული გაერთიანება „გირჩის“ წევრია. მან ჯარში წასვლას თავი სწორედ ამ გზით აარიდა.

„ახალგაზრდებმა რომ ჯარში სამსახურზე უარი თქვეს, ამანაც მაშინ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ნეტავ წასულიყო, იქნებ ახლა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არ ყოფილიყო. ეს ამბავიც ხომ არ მოხდებოდა", - ამბობენ მეზობლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×