რეზონანსი
08.11.2019

საპატრიარქოს ფონდის სამეთვალყურეოს საბჭოს წევრი, გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა ჩანაწერებს და ვითომ საჩუქრად დარიგებულ ჯიპებში იწერდნენ. ამ ჩანაწერებით მხილების საფუძველი შეიძლება არ იყოს, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებით სპექტაკლის დადგმა და პროვოკაციის მოწყობა, მარტივია.

ანდრიაძის თქმით, მსგავსი პროვოკაცია მოუწყეს მეუფე სერაფიმეს და ჩანაწერებით დააშანტაჟეს.

შეგახსენებთ, რომ მეუფე სერაფიმე ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი გახლდათ, რომელსაც მღვდელმსახურება შეუჩერდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ხმები ახალგაზრდა გოგონასთან შესაძლო ურთიერთობის შესახებ.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×