რეზონანსი
07.11.2019

 

(რეზონანსი) თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი, ავრცელებს ორ ვიდეოს, ერთში ჩანს, როგორ ხსნის კახა კალაძე, ქართულ-შვედური მეგობრობის კუთხეს, პარკს ვარკეთილში 31 ოქტომბერს, შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად - პარკის სამუშაოები არც მაშინ არის დასრულებული, მაგრამ კალაძემ იმ ვიდეოში ამბობს, რომ პარკი გაიხსნა და ჩანს პარკში განთავსებული სკამები (საკმაოდ ბევრი სკამია, მინდა გითხრათ)

მეორე ვიდეო დღეს, 7 ნოემბერსაა გადაღებული, იგივე პარკში, იგივე ფანტანთან - და ამჯერად, ვიდეოში არც ერთი სკამი არ ჩანს.

ლევან ხაბეიშვილის სვამს კითხვას:

"სად წაიღე, კახი, სკამები?

მერმა სკამები მოიტანა, სატელევიზო გადაღებისთვის, შვედეთის ელჩიც მოატყუა და მერე სკამები უკან წაიღო?

მისტიური სკამები დადგით და გაქრა?"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×