რეზონანსი
07.11.2019

 

(რეზონანსი) იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, კაჭრეთში შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობიდან კონკრეტული პირები დატუქსა, ხუმრობას უწოდებს:

"თქვენც გაიგეთ? კარგია ხუმრობა, საღამოს მითუმეტეს დაღლის ფონზე. უმრავლესობის წევრები იკრიბებიან ხოლმე არა ვინმეს დასატუქსად, არამედ კონკრეტულ საკითხებზე სამსჯელოდ. ჩვენი ინტერესია საზოგადოების გამოწვევებზე მსჯელობა და მათ შორის, ეს შეხვედრებიც ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად ახლო კონტაქტი გვქონდეს საზოგადოებასთან, ამომრჩევლებთან. ეს შეხვედრები არის საქმეზე ორიენტირებული იმისთვის, რომ უფრო მეტად ვიშრომოთ ჩვენი საზოგადოების და არა ვინმეს დატუქსვისთვის. ასე, რომ ეს დავტოვოთ ხუმრობად," - აცხადებს ოხანაშვილი.

ალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×