რეზონანსი
07.11.2019

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ევ­რო­პის ქვეყ­ნებს აფრ­თხი­ლებს, რომ ისი­ნი აღარ უნდა და­ეყ­რდნონ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, რომ ის და­ი­ცავს ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ებს. ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი The Economist-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, სი­რი­ა­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და თურ­ქე­თის მოქ­მე­დე­ბებს აკ­რი­ტი­კებს.

„ის, რა­საც ჩვენ ახლა ვხე­დავთ, არის ნატო-ს ტვი­ნის სიკ­ვდი­ლი“,- აცხა­დებს მაკ­რო­ნი. მისი თქმით, ევ­რო­პა „უფსკრუ­ლის პი­რა­საა“ და ის თა­ვად უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი „ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ სა­კუ­თა­რი ბე­დის გა­კონ­ტრო­ლე­ბას“.

ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ალი­ან­სის სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბის ნათ­ლად გან­მარ­ტე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და ყუ­რა­დღე­ბა კონ­ტი­ნენ­ტის თავ­დაც­ვის პო­ტენ­ცი­ა­ლის გაზ­რდა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მნე­ბა, რომ ამე­რი­კა ევ­რო­პას „ზურგს აქ­ცევს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×