რეზონანსი
07.11.2019

 (რეზონანსი)ბათუმში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან მუშა გადავარდა და გარდაიცვალა.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მშენებლობას სამშენებლო კომპანია შპს „გიგერო" ახორციელებდა.

შემთხვევის შედეგად ანრი მახარობლიძე გარდაიცვალა. მასთან ერთად მყოფი მეორე მუშა გადარჩა. მან ვარდნისას აივანზე გადახტომა მოასწრო. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში მოხდა. ადგილზე მისულ ექიმებს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×