რეზონანსი
07.11.2019

 (რეზონანსი)დეკანოზი შალვა კეკელია „ნაციონალურ მოძრაობას" შანტაჟში ადანაშაულებს.

სასულიერო პირის ინფორმაციით, 2012 წელს, გლდანის ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ, საპატრიარქოში დათა ახალაია და იოსებ თოფურიძე მივიდნენ.

დეკანოზის ინფორმაციით, ისინი ეკლესიის მხრიდან ლოიალური პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კადრების გავრცელებით იმუქრებოდნენ.

„არ ვიცი, რა კადრებზეა საუბარი, ვუთხარით, მოგვეცით ეს კადრები და ჩვენ თვითონ დავსჯით იმ ადამიანს", - განუცხადა „ქრონიკას" დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟზე იყოს საუბარი, დეკანოზი ამბობს, რომ ესეც შესაძლებელია.

ამ განცხადების შეფასებისას სახალხო დამცველი ამბობს, დეკანოზის ინფორმაციით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან ის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×