რეზონანსი
07.11.2019

 (რეზონანსი)საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქე დაარწმუნა, რომ 1,5 ათასი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მას პენიტენციურ სამსახურში დასაქმებაში დაეხმარებოდა. იგი მოთხოვნილი თანხის - 1,5 ათასი აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობას გულისხმობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×