რეზონანსი
07.11.2019

 (რეზონანსი)ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე საკუთარ ბინის გარეთ, დერეფანში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას ამის შესახებ "ნეთგაზეთი" ავრცელებს.

იასონ წამალაიძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილია.

„ჯერჯერობით არაფერია გარკვეული. ამ წუთებში უტარდება ექსპერტიზა. ოჯახმა სრულიად შემთხვევით იპოვა ბინის გარეთ, დერეფანში წაქცეული. რატომ, როგორ, გაურკვეველია. არაფერი არ აწუხებდა ადამიანს. არ ვიცით ჯერჯერობით, ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს," - უთხრა „ნეტგაზეთს" ეპისკოპოსის ოჯახის ახლობელმა.

იასონ წამალაიძე 50 წლის იყო და როგორც ოჯახის ახლობელი გვეუბნება, ჯანმრთელობას არ უჩიოდა.

გარდაცვლილი ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე სამგორში, მეტრომშენის დასახლებაში მდებარე ეკლესიაში მსახურობდა. ეს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებაშია.

შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×