რეზონანსი
07.11.2019

 კახეთში გარდაცვლილი თამარ სეფიაშვილის ნათესავების ინფორმაციით, ქალი სკამზე ე.წ. სკოჩით იყო მიბმული და სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. მათი ვერსიით მომხდარის მოტივი ყაჩაღობაა, თუმცა ვერ აკონკრეტებენ,  რა არის წაღებული სახლიდან. ქურდობის მოტივზე საუბრობენ მეზობლებიც.

"წინა დღეს ჩემთან იყო, ცოტა აფორიაქებული. საერთოდ, ძალიან მშვიდი ქალი იყო. მერე შვილმა დამირეკა ესპანეთიდან, დედას ვერ ვეკონტაქტები და იქნებ უთხრაო. სახლში რომ მივედი, დავინახე შუშები ჩამტვრეული იყო, სახლი არეული. შემეშინდა და პოლიცია გამოვიძახეთ. ამბობენ ნაწამებია, სკოჩით იყო მიმაგრებული სკამზე და ხელები ჰქონდა შეკრულიო. ჩვენ ვფიქრობთ, ყაჩაღობა და ქურდობის ამბავია, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა არის წაღებული," - განაცხადა ლიანა მაძღარიაშვილმა.

შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×