რეზონანსი
07.11.2019

კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. უკრაინული მედიის ცნობით, ინციდენტი კიევის სვიატოშინსკის რაიონში მოხდა.

პოლიციაში „მერსედესის“ მარკის ავტომობილის აფეთქების შესახებ შეტყობინება 6 ნოემბერს, 21:40 საათზე შევიდა. წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაზე მიამაგრეს.

გამოძიების ცნობით, აფეთქების ორგანიზებასთან კავშირი აქვს მოტოციკლისტს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამჟამად მას სამართალდამცველები ეძებენ.

დაღუპულია ავტომობილის მძღოლი, დაშავებულები კი მგზავრები არიან. ასევე, დაზიანდა კიდევ ერთი მანქანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×