რეზონანსი
06.11.2019

 (რეზონანსი)დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 65 წლამდე ასაკის ქალი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

სოფელ არბოშიკში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, მურად ელაშვილის ინფორმაციით, ქალის ცხედარი ძმისშვილმა და მეზობელმა აღმოაჩინეს.

„ქალბატონი მარტო ცხოვრობდა. სატელეფონო ზარებს რომ არ უპასუხა, მიაკითხეს და გარდაცვლილი ნახეს. სავარაუდოდ, ძალადობის კვალი აღენიშნება, პოლიცია მუშაობს", - განაცხადა ელაშვილმა „პრაიმტაიმთან".

ფაქტს ადასტურებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილიც.

„ფაქტის შესახებ ვიცი, თუმცა დეტალებზე, ბევრი არაფერი", - ამბობს ჯანიაშვილი.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, გარდაცვლილ ქალბატონს ძალადობის კვალი მართლაც აღენიშნება და მას ხელები აქვს დამტვრეული.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლითაა დაწყებული.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×