რეზონანსი
06.11.2019

დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, ვინც მეუფე პეტრეს მხარს დაუჭერს ის ეკლესიის და ქვეყნის მტერია.

„თვითონ მეუფე პეტრემ ერთ-ერთ სინოდზე უთხრა პატრიარქს და მაშინაც კიდევ აპატიეს, თქვენზე ამბობენო, რომ მეუფე დიმიტრი შენი შვილიაო. იმ ღამეს ვიყავი მორიგე პატრიარქთან, ოთახში იყო ძალიან მოწყენილი და წარმოიდგინეო, მეო კაიო, ვარ ცუდი ადამიანიო, ათასი რამ დაუბრალებიათო, მაგრამ ამ სულგანათებულ ქალზე ეგეთი რამე როგორ თქვაო.

2004 წელს დაიწყო ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, მაშინაც ითხოვდნენ პატრიარქის გადაყენებას, მაშინაც ჰყავდათ მათ ეკლესიაში მომხრეები, მაშინაც ჰყავდათ სასულიერო პირები მათი მომხრეები, რომლებიც ეწინააღდეგებოდნენ პატრიარქს, როგორც ახლა. ეს ბრძოლა ახლა კი არ დაიწყო, მეუფე პეტრემ კი არ დაიწყო, ეს ბრძოლა მოდის და მას თავისი წარსული აქვს“, - აღნიშნა "360 გრადუსში" მამა შალვა კეკელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×