რეზონანსი
06.11.2019

  ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 5 ნოემბერს, 18:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ კობიდან, სადაც მათი თქმით, განთავსებულია ქართული პოლიციის დამატებითი ძალები, ე.წ. საზღვრის მიმართულებით დაუდგენელი პირების მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-15 გასროლა განხორციელდა. ამის შესახებ დე ფაქტო უწყებაზე დაყრდნობით, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი" იუწყება.

მათივე ცნობით, მსხვერპლი არ არის, არც ინფრასტრუქტურა დაზიანებულა.

ცხინვალის КГБ-ს განცხადებით, დაძაბულობის დეესკალაციის ერთადერთი უალტერნატივო გზა „საზღვრისპირა" რაიონში ქართული საპოლიციო პოსტის გაუქმებაა სოფელ წნელისთან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×