რეზონანსი
06.11.2019

 (რეზონანსი)იყო ფაქტები, როდესაც დუმილის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ ან ჩუქნიდნენ 1000-დან 2000 დოლარამდე - ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მეუფე პეტრეს საუბრობს იმ ადამიანებზე, რომლების წარდგენასაც აპირებდა სინოდის სხდომაზე მნოწმეების სახით, რათა საქართველოს პატრიარქის მამათმავლობა დაემტკიცებინა. მისი თქმით ამ ადამიანებს დუმილის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ.

„ეს ადამიანები კლირიკოსები არიან, ეკლესიის წიაღში არსებული ადამიანები. და კლირიკოსი არის ეკლესიის მსახური, ეკლესიის მსახური არის ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი.

ისინი არიან საპატრიარქოში და ეკლესიური ტერმინით, რომ ვთქვათ მათ აქვთ მამათმავლური ლტოლვა. ისინი შოკირებული და ფსიქიკურად დაზიანებული ადამიანები არიან.

იყო ფაქტები, როდესაც დუმილის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ ან ჩუქნიდნენ 1000-დან 2000 დოლარამდე. არიან ადამიანები, რომლებიც მიბრუნდნენ და ეს ფული უკან მიუყარეს", - ამბობს მეუფე პეტრე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×