რეზონანსი
06.11.2019

  პირადად ჩემთვის არ უკითხავთ, რომ მეუფეო გინდათ თუ არა, რომ მეუფე პეტრე გადავაყენოთო, მაგრამ რომ ეკითხათ, ჩემი მოსაზრება მქონდა, ეს არ იყო ერთადერთი გამოსავალი, უფრო ფრთხილი მოქმედება შეიძლებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ზოსიმემ განუცხადა.

მისივე თქმით, მეუფე პეტრესთვის მღვდელმთავრებს დრო უნდა მიეცათ.

„მე არ მინდა სინოდის ამბები აქ გამოვიტანო. მაგრამ პირადად ჩემთვის არ უკითხავთ, რომ მეუფეო გინდათ თუ არა, რომ პეტრე გადავაყენოთ. იქ ისეთი საერთო აზრი იყო. მაგრამ ჩემთვის რომ ეკითხათ, მეუფე გინდათ თუ არა, მე ჩემი მოსაზრება მქონდა, მეუფე ისაიას კიდეც გადავულაპარაკე, რომ ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი და შეიძლებოდა უფრო ფრთხილი მოქმედება. კიდევ რაღაცა დრო უნდა მიგვეცა მისთვის, თუნდაც ან მონასტერი ან რაღაც, მაგრამ ასე ერთსახად? სულ მეშინოდა არ გაბოროტდეს ეს კაცი, ამის შიში მქონდა, მერე რაღაც მსგავსიც დავინახე. არ უნდა მივიყვანოთ ადამიანი აქამდე. ადამიანს მოფრთხილება სჭირდება," - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

მისივე თქმით, დასჯა არ არის გამოსავალი, მთავარია ადამიანის გადარჩენა.

„პატრიარქის წინაშე ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის თავი ღვთისგან უნდა განისაჯოს. შეიძლება რაღაცა ტკივილი გქონდეს, მაგრამ... ამ 31 წლის განმავლობაში თქვენ გგონიათ ყველაფერი გასახარი და მოსაწონი იყო ჩემთვის? მაგრამ არასდროს ერთი სიტყვა არ მითქვამს, იმიტომ, რომ ის ეკლესიას განასახიერებს. უწმინდესი არის ძალიან მოწყალე, ლმობიერი, ის ცდილობს ადამიანის გადარჩენას. დასჯა არ არის გამოსავალი, მთვარია გადავარჩინოთ, უნდა დავეხმაროთ, რომ ის გადავარჩინოთ. მაცხოვარიც ამისთვის მოვიდა, ცოდვილთა გადასარჩენად და არა განსასჯელად. უწმინდესიც ამაში ემსგავსება უფალს," - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×