რეზონანსი
06.11.2019

  „ნაციონალური მოძრაობა" და მისი განშტოებები ეკლესიაზე ორკესტრირებულ შტურმს აწარმოებენ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა კარგად ხედავს, ვინ დგას ეკლესიაზე შტურმის უკან.

„შეგიძლიათ მარტივად გადახედოთ „ფეისბუქს" და მარტივად ნახავთ, რომ დიდიან-პატარიანად ერთი და იმავე პარტიის, „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი განშტოებების აქტივის წარმომადგენლები აწარმოებენ ორკესტრირებულ შტურმს. შტურმი არის ინიცირებული მათ ლიდერების მიერ, ამას ჰქონდა საბაბი. სინოდის ცნობილი შეხვედრის შემდეგაც არის მათი ხელწერა. როგორც მოგეხსენებათ, 2004 წლიდან მოყოლებული ისინი აწარმოებდნენ შეტევას ეკლესიაზე სხვადასხვა ფორმით. ეს შეტევა გრძელდება, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, დავუპირისპირებთ პასუხს. პასუხი კი იქნება ის, რომ ჩვენ დავიცავთ ეკლესიის ინტერესებს, პატრიარქის ინტერესებს და ამ კუთხით გაკეთდება ყველაფერი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: პირველირადიო

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×