რეზონანსი
06.11.2019

  ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე ზღაპარს უწოდებს წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზოსიმეს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს. როგორც მეუფე იოანე ამბობს, ამ საკითხზე მამა გიორგის თავის დროზე, 30 წლის წინ უნდა ელაპარაკა.

„ვინ რა თქვა, მე არ ვიცი. ვიღაც 30 წლის წინანდელ ზღაპრებს იგონებს. ეს ყველაფერი 30 წლის წინ უნდა ეთქვა და არა ახლა. თქვენ ახლა რომ დამაბრალოთ, თითქოს რაღაც მოვიპარე ეპარქიიდან, დაამტკიცებთ?", - განაცხადა მეუფე იოანემ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მოღვაწე მღვდელმა, მამა გიორგი სხილაძემ „ფეისბუქში" 1988 მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ დაწერა. მაშინ მეუფე ზოსიმე სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×