რეზონანსი
06.11.2019

  ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე ,ერთმანეთს "ფოლცვაგენისა" და "ჰონდას" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით შეჯახების შედეგად "ფოლცვაგენის" მარკის ავტომობილში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა.

ავტომობილებიდან მძღოლებმა დროულად მოასწრეს გადმოსვლა, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. პაციენტები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინოი დახმარების ეკიპაჟები.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახდინეს.

შსს-ში განაცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×