რეზონანსი
06.11.2019

 ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი პეტრე ცაავაზე ამბობს, რომ ადამიანმა აბსოლუტურად ნათლად მოახდინა საკუთარი თავის სრული ლუსტრაცია, როცა სიწმინდის სიმბოლოს დაარქვა სიბილწე. როგორც ზარდიაშვილი აცხადებს, ცაავა ღიად ებრძვის პატრიარქს, რითაც სააშინელ ცოდვაშია და ანტიქრისტეს ეკლესიას ქმნის, მაგრამ არ გამოუვა.

"პატრიაქრი ჩვენი ეკლესიის სიწმინდის მთავარი სიმბოლოა, მასში ეჭვის შეტანა არავის არ შეუძლია. ეს არაკაცი, ეს ცრუ–პეტრე ამ სიწმინდეს აცხადებს სიბილწედ. ეკლესიის მთავარ სიწმინდეს სიბილწეს სწამებს. რასაკვირველია, ეს არის ღვარძლის შეტანა ეკლესიაში. ვინც კი მას აჰყვება სასულიერო პირი იქნება, თუ ერისკაცი, ამ ნაბიჯით საკუთარ თავს განკვეთავს ეკლესიიდან.

პროგორც მიშა სააკაშვილი იყო ანტისახელმწიფოებრიობის სიმბოლო, ასევე პეტრე ცაავამ თავის ადგილი საქართველოს ისტორიაში განსაზღვრა ასე – ანტიეკლესიის სიმბოლო. მსგავსი რამე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა - ასეთი ღვარძლის გავრცელება ეკლესიის წიაღში. 

არასოდეს საეკლესიო განხეთქილების საფრთხე არ დამდგარა, დღეს ეს მოახერხა პეტრემ, როცა ის პატრიარქს აცხადებს სიბილწედ. თქვენ ნუ მოგერიდებათ ამის თქმა, დიახ, ის პატრიარქს უწდებს სიბილწეს. რასაკვირველია, პეტრე არის ანტიეკლესიის მამამთავარი და ვინც მას გაყვება, არის ანტიქრისტე", - განუცხადა "ფორ.ჯი"-ს დავით ზარდიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×