რეზონანსი
06.11.2019

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, შოთა რუსთაველის მოედანთან. "მერსედესის" მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, 27 წლის მამაკაცს დაეჯახა. როგორც ავტომობილის მძღოლმა "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა, მამაკაცი გზაზე გადარბოდა, რა დროსაც ის მანქანას დაეჯახა.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. "ინფო რუსთავმა" გაარკვია, რომ მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×