(რეზონანსი)თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გია უდესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ზაზა გუგავას, მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა ერთ-ერთი ბრალდებული ზაზა გუგავა. ბიზნესმენი გია უდესიანი კი, რამდენიმე წელია ქვეყანაში არ იმყოფება.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით და 24, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზაზა გუგავას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ა" და „გ" ქვეპუნქტებით.