რეზონანსი
05.11.2019

 (რეზონანსი)იღუმენია თამარ გამყრელიძის განცხადებით, თუ ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მღვდელმთავარი, მეუფე გრიგოლ კაცია დედებთან შეხვედრას მოითხოვს, აუცილებლად შეხვდებიან.

როგორც იღუმენიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პირადად თვითონ მეუფე გრიგოლთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ მღვდელმთავარი ჭყონდიდის ეპარქიაში ჩასვლას დღეს გეგმავს.

ამასთან, მან ჟურნალისტებთან ეპარქიაში ქონების-აღწერა გადაბარების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, როდის დასრულდება ეს პროცესი.

„პირველ რიგში, უნდა მოხდეს გიმნაზია-პანსიონის აღწერა და გადაბარება. მერე ალბათ, ღვინის სახლის, ან პატრიარქის რეზიდენციის. არ ვიცი, დღეს რამდენს მოვახერხებთ... არანაირი კომუნიკაცია არ შეიძლება მქონდეს მეუფე გრიგოლთან, უბრალოდ, მაქვს ინფორმაცია, რომ დღეს უნდა ჩამოვიდეს", - განაცხადა იღუმენია თამარ გამყრელიძემ.

რაც შეეხება ქონების აღწერა-გადაბარებას, მისი თქმით, გიმნაზიაში ქონების ინვენტარიზაცია უკვე გაკეთდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×