
სამოქალაქო მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებლი, თამარ ჯაფარიძე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ხელი არ შეუშალონ აზარტული თამაშების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.
სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლის განცხადებით, მათ ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ივლისის თვის მეორე ნახევრიდან დღემდე 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აზარტულმა თამაშებმა. გარდა ამისა, სასჯელაღსრულებაში 856 ადამიანი იხდის სასჯელს, რომლებმაც თამაშის გამო სხვადასხვა სახის დანაშაული ჩაიდინეს.
სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი ორგანიზაციის წარმომადგენლები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.
„მოვუწოდებ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როდესაც საზოგადოება ძალიან დათრგუნულია ამ უბედური სენის გამო და ძლივს ამოიწია მუხტი, ნუ შეგვიშლიან ხელს, საზოგადოებას მოვუტანოთ ჯანსაღი ცხოვრება“, – განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.