რეზონანსი
05.11.2019

 მომღერალ გიორგი გილიგაშვილს სახლი დაეწვა. მომღერალი ამბობს, რომ ხანძრის გაჩენის დროს ის სახლში თავის უმცროს და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა.

„ძლივს გამოვასწარით ცეცხლს. დიდება უფალს, ყველა გადავრჩით. ეს ჩვენი განსაცდელი იყო და სიხარულით და უდრტვინველად უნდა დავითმინოთ“, - ამბობს გიორგი გილიგაშვილი და იმედოვნებს, რომ სახლს ისედაც ააშენებს, მთავარია მისი ოჯახის წევრები უვნებელი გადარჩნენ.

ხანძრის სავარაუდო მიზეზად მომღერალი დენის გაყვანილობაში მოკლე ჩართვას ვარაუდობს და იხსენებს, რომ ცეცხლი სახლს ელვის სისწრაფით მოედო.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ეს დღეები ის და მისი ოჯახის წევრები მეგობრებთან ცხოვრობენ. "პრიმტაიმის" ინფორმაციით, გილიგაშვილი ოჯახთან ერთად საბურთალოზე კერძო სახლში ცხოვრობდა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×