რეზონანსი
04.11.2019

 (რეზონანსი)18 წლის თორნიკე მერაბიშვილის საქმეზე ბრალდებული ზვიად კოჩუაშვილი გირაოს სანაცვლოს გაათავისუფლეს. ის პატიმრობაში 9 თვე იმყოფებოდა.

შემთხვევა 2018 წლის 18 ივლისს მოხდა. თორნიკეს ოჯახმა ცხედრის ექსჰუმაციის შემდეგ ექსპერტიზის ახალი დასკვნა გაასაჯაროვა.

ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამდე, ახალგაზრდა დაჭრილი იყო და 112-ში თავად დარეკა. ახლობლები ვარაუდობენ, რომ ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ ცხედარი სხვაგან წაიღეს და დანაშაულის დაფარვის მიზნით, ტრასაზე ისეთ ადგილას დატოვეს, რომ მძღოლებს ვერ შეემჩნიათ.

გავრცელდა აუდიოჩანაწერიც, სადაც სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბიჭი შველას ითხოვს.

ის ამბობს, რომ დაჭრილია და სასწრაფო დახმარების ბრიგადას ითხოვს. ამ კომუნიკაციიდან რამდენიმე წუთში კი მერებაშვილი გარდაიცვალა.

მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტზე 9 თვე პატიმრობაში იყო ზვიად კოჩუაშვილი მას ბრალად ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ედებოდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×