რეზონანსი
04.11.2019

 გასული წლის 6 ივლისს გარდაცვლილი 17 წლის თორნიკე მერებაშვილის საქმეზე ბრალდებული მძღოლი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გარდაცვლილის მამა, მერაბ მერებაშვილი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ თორნიკე ჯერ მოკლეს, შემდეგ ცხედარი, ტრასაზე ისეთ ადგილას დატოვეს, რომ მძღოლებს ვერ შეემჩნიათ და ავტოავარიის ინსცენირება გაეთამაშათ.

მერაბ მერაბაშვილი დარწმუნებულია, რომ მკვლელებს მფარველები ჰყავს, თუმცა შვილმოკლულ მამას უჭირს თქმა, ბრალდებულებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობენ, თუ დამნაშავეებს „პატრონი“ ძალოვან უწყებებში ჰყავთ. იგი ტრაგიკული ღამის დეტალებს იხსენებს და ადასტურებს, რომ გარდაცვალებამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და დახმარება სჭირდებოდა.

მამის ვერსიას, რომ შვილი მოუკლეს, ადასტურებს ოჯახის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა, რომლითაც დგინდება, რომ თორნიკეს ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. მერაბაშვილი ირწმუნება, რომ ახალგაზრდა მკვლელობის შემდეგ ათრიეს და ეს დაზიანებები შეიარაღბული თვალითაც ჩანდა.

„ახალგაზრდები იყვნენ სუფრასთან, სადაც მოხდა გარკვეული შეკამათება, რის შემდეგაც თორნიკე ერთ-ერთ ახალგაზრდას ავტომობილში უჯდება. ამ ახალგაზრდას არ აჩენენ. ალბათ საქმის გასარჩევად წაიყვანეს ჩემი შვილი, საიდანაც ბავშვის კვალი იკარგება და მას უკვე სოფელ ხელთუბნის გზაზე პოულობენ. ბავშვს თავი ჰქონდა გაჩეხილი და ნათრევი იყო... ბრალდება კი აბსურდს ამტკიცებს, რომ ჩემი შვილმა ხუთ ტონიან ავტომობილმა იმსხვერპლა, რაც სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით არ დადასტურდა“- უთხრა „ნიუპოსტს“ მერაბ მერაბაშვილმა.

შვილმოკლული მამა მიმართავს ყვალა ადამიანს, ვინც აღნიშნულ კონფლიქტს შეესწრო, რომ თუნდაც წერილობით შეატყობინონ მომხდარის შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×