(რეზონანსი)გიორგი გაბუნიას უთხარით, რომ მისმა მონოლოგმა სიცარიელე ამომივსო,- ასე გამოეხმაურა დეკანოზი პეტრე კოლხი გიორგი გაბუნიას მონოლოგს, რომელიც მან საავტორო გადაცემაში, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.
„გიორგი გაბუნიას უთხარით, რომ მისმა მონოლოგმა სიცარიელე ამომივსო. ისიც უთხარით, რომ ძალიან ბევრ სასულიერო პირზე ჰუმანური აღმოჩნდა... კიდევ ისიც, ეკლესიის ყველაზე დიდი მტერი, უღირსი სასულიერო პირია!",- წერს პეტრე კოლხი.
„მთავარი" არხის ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გუშინ „პოსტ ფაქტუმის" ეთერში საპატრიარქოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე ისაუბრა.
მონოლოგში გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ ის ფორმა, რომლითაც პატრიარქს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ მიუღებელი იყო.
წყარო: "პრაიმტაიმი"