რეზონანსი
04.11.2019

 (რეზონანსი)ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მმართველმა, პეტრე ცაავამ ეპარქია დატოვა. იგი სასულიერო პირებმა და მრევლმა გააცილა.

ყოფილმა მიტროპოლიტმა მედიის წარმომადგენლებს ხატები და სასულიერო წიგნები გადასცა და განცხადა, რომ საჯარო აქტიურობას მომავალშიც აპირებს.

„შეხვედრამდე სამოთხეში!", - ამ სიტყვებით დაემშვიდობა იგი მრევლს.

პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიაში 13 წელი მოღვაწეობდა.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) დაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×