(რეზონანსი)სინოდის სხდომის გაშვება პირდაპირ ეთერში წარმოუდგენელია - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას სურვილს გამოეხმაურა, რომ შემდეგი სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში იყოს ნაჩვენები.
„სინოდის სხდომის გაშვება პირდაპირ ეთერში წარმოუდგენელია. სინოდის სხდომა არის შიდა საეკლესიო საკითხების განხილვა. ძალიან ხშირად საეკლესიო თემების გარჩევა საჯარო სივრცეში იწვევს ბევრ გაუგებრობებს. ეკლესიური აზროვნება არ არის მსგავსი იმისი, რასაც მიჩვეული ვართ ზოგადად ერში. გასაგები არის თუ არა ყველასთვის, რომ ჩვენ ვდღესასწაულობთ ჩვენი წმინდანების წამებასა და სიკვდილის დღეებს. ჩვენ სხვა აზროვნებაში ვართ ამიტომ ეკლესიის საქმეების გამოტანა საჯარო სივრცეში" - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან გადაყენებული მეუფე პეტრე წმინდა სინოდის სხდომის პირდაპირ ეთერში ჩატარების ინიციატივით გამოდის.
ამის საფუძვლად მეუფე პეტრე ბევრ სიცრუეს და სასულიერო პირების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ასახელებს.
„ვიდრე სინოდის სხდომა არ ჩატარდება ღია ეთერში და კამერები არ დაიდგმება, ეკლესიის დისკრედიტაცია არ შეწყდება. მომავალი სინოდის სხდომები აუცილებლად ღია ეთერში უნდა გავიდეს", - განუცხადა მეუფე პეტრემ „მთავარ არხს".