რეზონანსი
04.11.2019

 (რეზონანსი)მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ თუკი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი უარს იტყვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე ამ საქციელით იგი დააიგნორებს სინოდს და შეურაცხყოფას მიაყენებს პატრიარქის.

მეუგე პეტრე ამბობს, ამ საქციელით კიდევ ერთხელ დადასტურდება პრეზიდენტის „დაფრანგულობის" ფორმატი.

„თუ პრეზიდენტმა ისევ „დაფრანგულობის" გზა აირჩია და თავის შეიკავა ამ საკითხის წმინდა სინოდისა და პატრიარქის მიმართვის დასაკამაყოფილებლად. მაშინ, როდესაც ის ამბობდა, პატრიარქის შეურაცხყოფას გმობს ასევე დასაგმობი იქნება პატრიარქის თხოვნის იგნორირება. ამით სწორედ კიდევ ერთხელ დადასტურდება მისი საქციელი „დაფრანგულობის" ფორმატში. გამოდის რომ ეს არის დადგმული სცენარი წინასწარ შეთანხმებული გეგმა. საპატრიარქომ უშუამდგომლოს მოიხსნას ვალდებულება, მაგრამ პრეზიდენტმა თქვას უარი. თუ პრეზიდენტი გახდება არაადეკვატური, იუსტიციის სამინისტრომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს საპატრიარქოს თხოვნა. მაგრამ თუ საპატრიარქო იუსტიციის სამინისტროსაც არ მიმართავს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას აკიდებს პრეზიდენტს. როცა ის ჩვენ მოგვიწოდებდა პატრიარქის პატივიცსემისაკენ გამოდის რომ ორმაგი სტანდარტით ფარისევლობს და პატრიარქის თხოვნას არ სცემს პატივს", - აცხადებს პეტრე ცაავა.

პრეზიდენტმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ საზოგადოებაში დღეს ვნებათაღელვაა. „ძალიან გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას. ჯერ, ახალი წესები არ არის ჩამოყალიბებული, ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება იქნება მზად, გაგაცნობთ",- თქვა პრეზიდენტმა.

საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.

დეკანოზის შეწყალების თემას ზურაბიშვილის ადმინისტრაცია 2 ნოემბერს გამოეხმაურა და უარყო გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელებული ინფორმაცია.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ცნობა, რომ სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს სავარაუდოდ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე შეიწყალებდა.

წყარო: "პრაიმტაიმი"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×