რეზონანსი
04.11.2019

 (რეზონანსი)ყველაფერს საზოგადოება შეაფასებს და განსჯის , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ნათელია, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს პატრიარქს საზოგადოების მხრიდან.

„მგონია, რომ საზოგადოება შეაფასებს და განსჯის მსგავსი ქმედებების განმახორციელებელ პირს, იქნება ეს სასულიერო, თუ სხვა პირი. ვფიქრობ, საზოგადოების დამოკიდებულება უკვე ცნობილია თქვენთვის, თუ რამდენად დიდია მხარდაჭერა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მიმართებაში. შესაბამისად, ყველაფერს საზოგადოება განსჯის", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×