
(რეზონანსი) კონგოელი ჟურნალისტი, რომელმაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვირუს ებოლას შესახებ ინფორმაცია ფართოდ გაავრცელა, საკუთარ სახლში მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.
ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებული პირები პეპი მუმბერე მაჰამბას სახლში დაესხნენ თავს და მოკლეს, მისი ცოლი დაჭრეს, სახლს კი ცეცხლი წაუკიდეს.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ებოლას გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა. ადამიანები, რომლებიც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იბრძვიან, ხშირად ხდებიან თავდასხმის სამიზნეები.
როგორც BBC-ის აფრიკული გამოცემის რედაქტორი ვილ როსი ამბობს, ჟურნალისტის მკვლელობა სავარაუდოდ უკავშირდება მის ეჭვებს, რომლებიც შეეხებოდა ვირუს ებოლას წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს.
იმედინიუსი