რეზონანსი
03.11.2019

 

(რეზონანსი) ჰონგ-კონგში პროდემოკრატიული დემონსტრაციის დროს, დანით შეიარაღებული კაცი აქციის მონაწილეებს დაესხა თავს და სულ ცოტა ოთხი ადამიანი დაჭრა. ერთ-ერთ დაშავებულს კი ყურზეც უკბინა. ამის შესახებ BBC წერს.

დღეს, 2 ნოემბერს ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების ერთ-ერთი არეალი "სითი პლაზა" იყო, სწორედ აქ მოხდა ეს შემთხვევაც.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ამ შემთხევამდე რამდენიმე ადამიანთან კამათაობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცი პოლიციამ დააკავა, თუმცა მანამდე როგორც BBC წერს, გაბრაზებულმა ხალხმა თავდამსხმელს სცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×