რეზონანსი
03.11.2019

  მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის უკვე ყოფილი წინამძღვარი იღუმენია თამარ გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ფოტო დედათა მონასტერში მან პირველმა ჩამოხსნა.

„ყველა მონაზონმა ინდივიდუალურად გადაწყვიტა, თავის კელიაში ჰქონოდა თუ არა კერპის ფოტო, ჩემთან დიდი ხნის წინ ჩამოიხსნა"-აცხადებს იღუმენია თამარა გამყრელიძე

,,მე ვტოვებ ეპარქიას, მივყვები ჩემს სულიერ მოძღვარს. დღეს წმ. ნინოს დედათა მონასტერში იყო დედათა შეკრება. მათ ერთსულოვნებით გამოარჩიეს ახალი წინამძღვარი და მე კი დავტოვე ჩემი წინამძღვრობა. ის გახლავთ მონაზონი სოსანა ბოლქვაძე. სამი წელია, რაც ციანიდის ამბავი დაიწყო, ვიცით აბსოლუტურად ყველაფერი. სხვა ეპარქიებიდან და საპატრიარქოსგან განსხვავებით, ჩვენს ეპარქიაში ჩვენი მღვდელმთავარი არასოდეს არ მალავდა არაფერს და ყველა ჩვენს კითხვაზე ჰქონდა პასუხი. ჩვენ ყველაფერი ვიცოდით და ერთი განწყობა გვქონდა. დედები აგრძელებენ მოღვაწეობას და არ აპირებენ უკანონო გადაწყვეტილებების ე.წ მორჩილებების აღსრულებას- განაცხადა დედა თამარმა.

წყარო: ალია

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×