რეზონანსი
03.11.2019

  სასულიერო პირებს არ სჯერათ ღმერთის, მათთვის ღვთისმსახურება შემოსავლის წყაროა, -ამის შესახებ დეკანოზმა მამა შალვა კეკელიამ საკვირაო ქადაგებაზე ბრძანა.

„მე ვიცოდი მეუფე პეტრეს მდგომარეობა. ვიცოდი რასაც ამზადებდა, ამიტომაც თავიდანვე დავუპირისპირდი ამ ადამიანს. მას ეს ჰქონდა განზრახული წლების წინ, რომ ეს ეთქვა პატრიარქზე.

ეს იყო მისი მიზანი. განა ის რომ ეკლესიაში პრობლემები გამოსწორებულიყო. ეს მისი მიზანი არ ყოფილა. პრობლემები ეკლესიაში იყო ის რომ ეპისკოპოსი გახდა, მაშინაც იყო პრობლემები ეკლესაში, მანამდეც იყო და ხვალაც იქნება.

იქნებიან სასულიერო პირები, რომლებიც არიან პრობლემატურები, რომლებსაც არ სჯერათ ღმერთი. სამწუხაროდ, სასულიერო პირებს არ სჯერათ ღმერთის, მათთვის ღვთისმსახურება შემოსავლის წყაროა. ალბათ, ბევრჯერ გინახავთ მღვდლებს, ადამიანების საკურთხეველში შეჰყავთ და ევაჭრებიან ფული დამიმატეო", - ამბობს მამა შალვა კეკელია.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×