რეზონანსი
03.11.2019

  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის დღეს საკვირაო წირვაზე თანადგომის გამოსახატად მივიდა.

„პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა, არის ჩვენი კულტურის, ტრადიციების, შეურაცხყოფა. არის შეურაცხყოფა იმ ისტორიის, რომელზეც დგას საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ, მე მოვედი დღეს იმ თანადგომით, რომელიც არის პრეზიდენტის სრული მოვალეობა და ჩემი პერსონალური, პირადი გამოხატულება ამ თანადგომის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×