რეზონანსი
03.11.2019

 თანასოფლელები ხელმოწერებს აგროვებენ. ისინი დილიდან დაკავებული პაატა მაჭარაშვილოს სახლთან შეიკრიბნენ და 56 წლის მამაკაცის გათავისუფლება მოითხოვეს. მოსახლეობა პროკურატურას გათავისუფლების შუამდგომლობით მიმათავს, სანაცლოდ ხელმოწერებს წარადგენენ და თავდებში უდგებიან.

მათი ინფორმაცით, მაჭარაშვილმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა და მომხდარს ნანობს.

პოლიციამ მაჭარაშვილი დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა, ის ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და სავარაუდოდ, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გამოძიება 117 მუხლით მიმდინარეობს,რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"აიპიენის" ცნობით, ორი დღის წინ ქვემო ბოდბეში, 56 წლის პაატა მაჭარაშვილმა 31 წლის კობა თარაშვილი დაჭრა,რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×