მომღერალი გიო ხუციშვილი წელიწადნახევარია, რაც ამქვეყნიდან წავიდა. უმძიმესი ტკივილის გადალახვაში მის ცოლს, მაია ჯორჯაძეს, ისევ გიო ეხმარება. ყველგან გრძნობს მის უჩინარ თანადგომას, ზოგჯერ ხელის მსუბუქ შეხებასაც კი და ხვდება, რომ გიო არსად წასულა, მის გვერდით დარჩა.
"გიოს წასვლა ჩვენთვის საშინელი დარტყმა იყო, დღესაც ვერ გამოვსულვართ მდგომარეობიდან და ბოლომდე გაცნობიერებულიც არ გვაქვს, რომ ჩვენთან აღარ არის.
ამას სხვებიც მეუბნებიან. რამდენიმე ხნის წინ სრულიად უცხო ადამიანის წერილი მივიღე უკრაინიდან. ისეთი რამ მომწერა, რაც ჩვენს ოჯახში მოხდა და მხოლოდ ჩვენ, ოჯახის წევრებმა, ვიცოდით, ეწერა – გიო დამესიზმრა და ის მომიყვაო.
გვიჭირს ყველას, მე, ზუკას, ქეთის (ზუკას მეუღლე), მაგრამ, იცით, რა? არ ჩამითვალოთ, რომ რაღაცას ვიგონებ ან ვაჭარბებ, გიოს გვერდით ყოფნას მუდმივად ვგრძნობ, მის თბილ სუნთქვას, ხელის შეხებას" - განაცხადა "სარკესთან" მაია ჯორჯაძემ.