რეზონანსი
02.11.2019

 (რეზონანსი) სირიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ტალ აბიადში აფეთქებას სულ ცოტა 13 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბომბი მანქანაში იყო დამონტაჟებული. დაღუპულთა შორის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები არიან. თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აფეთქებაში ქურთულ დაჯგუფება YPG-ს ადანაშაულებს, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია „მშვიდობის წყარო" დაიწყო, თუმცა, ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ ანკარამ ოპერაცია დროებით შეწყვიტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×