რეზონანსი
02.11.2019

  აშკარაა, ინტენსიური შეტევა ქართულ ეკლესიაზე, საპატრიარქოზე, პირადად პატრიარქზე. შანტაჟის თემა, რასაკვირველია, მიუღებელი და წარმოუდგენელია, თუ ვინმეს რამე გააჩნია, ეკლესიის ან ნებისმიერი უწყების წინააღმდეგ, უნდა წარმოადგინოს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ვოლსკიმ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ დააშანტაჟა საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებამ გარკვეული კადრების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით, ვოლსკიმ უპასუხა, რომ მას არ სჯერა, რომ „გიორგი მამალაძეს ან ვინმეს გააჩნია რაღაც კადრები და ხმამაღალი შეძახილებით შეიძლება დააშანტაჟოს საპატრიარქო".

კითხვაზე, როგორი არის მისი პირადი დამოკიდებულება გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, გია ვოლსკიმ ასე უპასუხა: „ჩემს პირად დამოკიდებულებებზე დაგელაპარაკებით მას მერე, რაც პენსიაზე გავალ".

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ შეწყალების წესთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს, ვოლსკის შეფასებით, ის საზოგადოებისთვის იქნება მისაღები.

„მორატორიუმი აქ არ არის მთავარი. მორატორიუმს საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ფორმა არ აქვს, ის შეწყდება მაშინ, როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც კრიტერიუმები ჰქვია, ვიქნებით სრულ თანხვედრაში საზოგადოებასთან. საზოგადოებისთვის უნდა იყოს მისაღები კრიტერიუმები. შეწყალება ისეთი რამეა, კონსენსუსი არ უნდა ირღვეოდეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×