რეზონანსი
02.11.2019

(რეზონანსი) გორში მშობიარე ქალმა ბავშვი სახლში გააჩინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენელი ავთანდილ თალაკვაძე წერს.

„დღეს გორის სასწრაფო დახმარება გამოძახებიდან კიდევ ერთი სასიხარულო ამბით დაბრუნდა - ჯანმრთელი, ენერგიული და გამორჩეულად აქტიური ბიჭი საკუთარ სახლში დაიბადა! - წერს თალაკვაძე.

თალაკვაძის ცნობით, გამოძახებაზე ექიმი მაია ნაოჭაშვილი იმყოფებოდა:

„ასეთი შემთხვევების დროს, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ ჩვენი გზა, ადამიანთა გადარჩენიდან ახალი სიცოცხლის დაბადებამდე, მართლაც მნიშვნელოვანი და ღირსეულია" - ამბობს ექიმი მაია ნაოჭაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×