რეზონანსი
02.11.2019

(რეზონანსი) ცარიელი ტაძარი და საღამოს ლოცვა მრევლის გარეშე, - სინოდის ხმაურიანი სხდომისა და გადაწყვეტილების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში სალოცავად დღეს მოქალაქეები არ მივიდნენ.

საღამოს ლოცვებს დაესწრო ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. მან კიდევ ერთხელ განმარტა სინოდის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ინვენტარიზაცია და გადაბარების პროცესი ეტაპობრივად მოხდება და ამაში მეუფე პეტრეს დახმარების იმედი აქვს.

"ხვალ ჩამოდიან ეკონომისტები, იურისტები და დიდი პროცესი იქნება, იმიტომ რომ დიდი მეურნეობაა ამ ეპარქიაში," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×