რეზონანსი
02.11.2019

(რეზონანსი) ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი, მეუფე პეტრე შიო მღვიმის მონასტერში გადასვლას არ აპირებს და თბილისში მიდის.

პეტრე ცაავა ამჟამად კომისიას ელოდება, რომელსაც ეპარქიას გადააბარებს, რის შემდეგაც ის თბილისში გაემგზავრება.

"მე ვემორჩილები ამ თუნდაც უსამართლო გადაწყვეტილებას, გადავაბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას. როგორც მითხრეს ხვალ ჩამოვა ჯგუფი და რამდენი დღე დასჭირდება ამ აღწერას. შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ წავალ თბილისში. მე როგორც მეუფემ მითხრა, პატრიარქმა თქვა საკუთარი მოსაზრება, რომ ჯობია წამოვიდესო. კი ბატონო, ვეთანხმები, თუ ჯობია... ამით მე პასუხისმგებლობა მოვიხსენი, რომ არავის ეთქვა და არ დარჩენოდა მრევლს იმის განცდა, რომ მე დავტოვე და წავედი," - განაცხადა მეუფე პეტრემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×