რეზონანსი
02.11.2019

(რეზონანსი) მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე" დაკვამლიანება იყო. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, დაკვამლიანება მოძველებული სადენების დაზიანებამ გამოიწვია.

„მეტროსადგურის მუშაობა დროებით შეფერხდა. მოხდა მგზავრების ევაკუაცია. გამოძახებულ იქნა ჯგუფი. მოძრაობა დაახლოებით 12 წუთით იყო შეფერხებული",- განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის „სადგურის მოედანზე" მატარებლების მოძრაობა აღდგენილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×