რეზონანსი
02.11.2019

(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.

ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთნ დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელებულ "ფეიკნიუსს".

„ასეთი „ფეიკნიუსები ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა,- აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ სინოდმა გადაწყვიტა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან უშუამდგომლოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×