რეზონანსი
02.11.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი ციანიდის საქმეში მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს სავარაუდოდ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე შეიწყალებს. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საკუთარმა წყარომ აცნობა.

აღნიშნული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თანახმაა დააკმაყოფილოს სინოდის შუამდგომლობა გიორგი მამალაძის შეწყალებაზე და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ 23 ნოემბერს განიხილავს.

მანამდე კი მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი კრიტერიუმების შემუშავებასა და ე.წ. მორატორიუმის დასრულების ფორმაზე.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმინდა სინოდმა მიმართა, თუმცა ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სკანდალური შეწყალებების შემდეგ მორატორიუმი გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×