რეზონანსი
02.11.2019

 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე, სოფელ წერეთელთან. არსებული ინფორმაციით, ერთმენეთს ჟიგულისა და "ფორდის" მარკის 2 ავტომობილი შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად ჟიგულის მარკის ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

 შემთხვევის შედეგად დაშავებული შუახნის ქალი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის მძიმედ არიან 2 ქალი და 2 მცირეწლივანი ბავშვი.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×